ხვიჩა კვარაცხელია: “რევანში საჭირო იყო”

0
6

ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან რევანში საჭირო იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ამის შესახებ სკოპიეში 3:0 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია: “პირველ ყოვლისა, ყველას ვულოცავ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, იყო რევანშის სურვილის ნაპერწკალი, რადგან რაღაც გვაქვს ამ გუნდთან დაკარგული, ამ გამარჯვებით შეიძლება ის ვერ დავიბრუნეთ, მაგრამ რევანში საჭირო იყო. გავიმარჯვეთ, წინ მივდივართ, რათა რომ დაკარგული ნამდვილად დავიბრუნოთ.
საქართველოში როცა ვთამაშობთ, დამატებითი მოტივაცია საჭირო არა, რადგან ქართველი გულშემატკივარი გვიქმნის მოტივაციას, საოცარი ატმოსფეროს იქმნება და ველოდებით, რომ ბულგარეთთანაც იგივე მოხდება. მართლა გულით მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარი ადამიანები არიან, არა მარტო ვინც ჩამოვიდა, არამედ ვინც სახლიდან გვქომაგობდა. ამხელა გზაზე რომ ჩამოვიდნენ, ჩვენთვის დიდი მოტივაცია იყო და დავუფასეთ კიდეც, მოვიგეთ და ბულგარეთთან კიდევ ერთხელ შევხვდებით და მათ გახარებას ისევ ვეცდებით“.
საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს 12 ივნისს თბილისში ბულგარეთთან ჩაატარებს.