ესპანეთის პირველი გამარჯვება ერთა ლიგაში, რონალდუმ ამჯერად ვერ გაიტანა

0
4

ესპანეთის ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ ფრედ დასრულებული 2 შეხვედრის შემდეგ, პირველი 3 ქულა ჩაიწერა. ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი ერთა ლიგიას A ლიგის მე-2 ჯგუფის მე-3 ტურში სტუმრად შვეიცარიას შეხვდა და მინიმალური ანგარიშით მოიგო. ესპანელებიდან ერთადერთი გოლი პაბლო სარაბიამ მე-13 წუთზე გაიტანა. მურატ იაკინის თავკაცობით შვეიცარია ძალიან ცუდად თამაშობს და ჯერ ქულა არ მოუპოვებია.
პორტუგალიამ ჩეხეთს უმასპინძლა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. 33-ე წუთზე ანგარიში ბერნარდუ სილვას გადაცემის მერე ჟოაო კანსელუმ გახსნა. 38-ე წუთზე თავი გონსალო გედეშმა გამოიჩინა, რომელსაც ზუსტი პასი ასევე ბერნარდუ სილვამ გაუკეთა. პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ შეუცვლელად ითამაშა და 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
პორტუგალიამ 3 ტურის შემდეგ 7 ქულა დააგროვა და ჯგუფში ლიდერია. ესპანეთი 5 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ჩეხეთი 4 ქულით მესამეა.