ბუდუ ზივზივაძე: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უშუალო კონკურენტთან მოვიგეთ“

0
6

ბუდუ ზივზივაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში თავისი ფეხბურთი ვერ აჩვენა, მაგრამ შესვენების შემდეგ ყველაფერი დალაგდა, რაც ანგარიშში აისახა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან გატანილი პირველი გოლის ავტორმა, ამის შესახებ სკოპიეში 3:0 მოგებული მატჩის მერე ისაუბრა.
ბუდუ ზივზივაძე: „ველოდებოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. პირველ ტაიმში ასეც იყო და საკუთარ თავში ძალა ვერ ვიპოვეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა. შესვენების შემდეგ მოედანზე როდესაც გამოვედით, ყველაფერი დავალაგეთ და ჩვენი თამაში ვითამაშეთ, რაც ანგარიშშიც აისახა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უშუალო კონკურენტთან მოვიგეთ, თან ასეთი სხვაობით. თუმცა, თამაშის წინ არაფერი მიანიშნებდა, რომ ამ ანგარიშით გავიმარჯვებდით, მაგრამ ეს ჩვენი გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს. მთელ საქართველოს ვულოცავ გამარჯვებას. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი თამაში ჩავატარე ნაკრებში და ამ ბიჭებთან ერთად საქართველოსთვის წარმატება მომაქვს“.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს 12 ივნისს თბილისში ბულგარეთთან ჩაატარებს.