პოლონეთის ნაკრების ყველაზე მძიმე მარცხი ბოლო 12 წელიწადში

0
8

პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა. ერთა ლიგიხ A ლიგის მე-4 ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში პოლონელები სტუმრად ბელგიას შეხვდნენ და 1:6 წააგეს. არადა, მატჩში სწორედ სტუმრები დაწინაურდნენ, როდესაც 28-ე წუთზე თავი რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა. 42-ე წუთზე საპასუხო ბურთი აქსელ ვიცელმა გაიტანა, 59-ე წუთზე მასპინძლები კევნ დე ბრუინმა დააწინაურა, ხოლო 73-ე და მე-80 წუთზე ლეანდრო ტრუსარდმა დუბლი შეასრულა. 83-ე წუთზე თავი ლეანდერ დენდოკერმა გამოიჩინა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ოპენდამ საბოლოო წერტილი დასვა.
ბელგიამ 2021 წლის მარტის მერე ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. მაშინ, რობერტო მარტინესის შეგირდებმა მსსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელარუსი 8:0 გაანადგურეს.
პოლონელებს რაც შეეხებათ, მათ ბოლო ასეთი მძიმე მარცხი 2010 წელს ესპანეთთან იწვნიეს – 0:6.
ამავე ჯგუფში ნიდერლანდებმა სტუმრად უელსს 2:1 სძლია. შეხვედრის 50-ე წუთზე სტუმრები კოპმაინერსმა დააწინაურა, ხოლო ნორინგტონ-დევისმა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ორ წუთში ნიდერლანდელმა ვეგჰორსტმა თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ნიდერლანდები 6 ქულით ჯგუფს ლიდერობენ, ხოლო ბელგია 4 ქულით მეორე ადგილზეა.