მერებაშვილი „სანდეციაში“ ითამაშებს

0
8

გიორგი მერებაშვილი კარიერა პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე „სანდეციაში“ განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
35 წლის მერებაშვილმა გასული სეზონი ასევე მეორე ლიგის „პოდბესკიძიეში“ გაატარა, სადაც 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა. პოლონეთში მისი პირველი კლუბი პლოცკის „ვისლა“ იყო, სადაც 2016-2017 წლების სეზონიდან გამოდიოდა და 121 თამაშში 21 გოლი მიითვალა.