ალექსანდრ ლაკაზეტი 5-წლიანი პაუზის შემდეგ „ლიონში“ დაბრუნდა. მან ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ის „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია და კლუბში 12 წლის ასაკში ჩაირიცხა. ლაკაზეტმა ლიონელთა პირველ გუნდში გატარებულ 8 სეზონში ყველა ტურნირში 275 მატჩი ჩაატარა და 129 გოლი გაიტანა.
„არსენალმა“ ფრანგი თავდამსხმელი 2017 წელს 60 მილიონ ევროდ შეიძინა ბონუსების გათვალისწინებით. ლაკაზეტმა ლონდონელთა მაისურით გამართულ 206 შეხვედრაში თავი 71-ჯერ გამოიჩინა. ის 2017-2018 და 2020-2021 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში „არსენალის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფრანგმა „არსენალის“ შემადგენლობაში თითოჯერ ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო.