კახა ცხადაძე: “ლატვიაში სპარინგს მრავალმხრივი დატვირთვა აქვს”

0
9

თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს მიაჩნია, რომ 10 ივნისს რიგაში ლატვიი მოქმედ ჩემპიონ “რიგასთან” ამხანაგურ მატჩს მისი გუნდისთვის მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. მან ამის შესახებ დინამოელთა პრესსამსახურთან ისაუბრა.
კახა ცხადაძე: “ლატვიის ჩემპიონის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამხანაგური თამაში დავგეგმეთ. ამ შეხვედრას ჩვენთვის მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. მოგეხსენებათ, მალე ევროთასების მატჩები ახლოვდება, ვემზადებით კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრებისთვის და ამიტომ ჩვენთვის ერთგვარი გამოცდილება იქნება, როდესაც გუნდი წინა დღეს გაფრინდება, თამაშს ჩაატარებს და უკან დაბრუნდება.
ეს მნიშვნელოვანი მატჩია და კარგია, რომ ასეთი თამაშის გამართვის შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენი მეტოქე ლატვიის ჩემპიონია, ისიც ჩვენსავით ევროტურნირებისთვის ემზადება, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშობს. ჩვენთვისაც საინტერესოა, ასეთ რეჟიმში როგორ ვიმუშვებთ. ამ თამაშს ასეთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს”.