სკოპიეში ლიდერთა მატჩის წინ

0
10

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 7 ივნისს ბულგარეთიდან ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ჩავიდა.
სკოპიეში ეროვნული ნაკრები კვლავ 29 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიაში პირველი ვარჯიში 8 ივნისს ექნება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, მთავარი მწვრთნელის ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.
ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფს ექვსი ქულით საქართველო ლიდერობს. ჩრდილოეთ მაკედონიას ოთხი ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.
საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).
8 ივნისის განრიგი თბილისის დროით:
19:30 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია.
20:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში.
21:30 – ჩრ.მაკედონიი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია.
22:00 –  ჩრ.მაკედონიის ნაკრების ვარჯიში.
ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.