„დინამო“ ლატვიის ჩემპიონთან ისპარინგებს

0
6

თბილისის „დინამო“ ამხანაგურ შეხვედრას ლატვიის მოქმედ ჩემპიონ „რიგასთან“ ჩაატარებს. თბილისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მომავალი მატჩი 10 ივნისს რიგაში „დაუგავას“ სტადიონზე ჩატარდება და 19:00 საათზე დაიწყება.
„დინამო“ და „რიგასი“ არსებობის ისტორიაში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. ამჟამად, „რიგასი“ ლატვიის 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფება, ისევე როგორც „დინამო“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.