18-წლამდელებმა სომხეთს დიდი ანგარიშით სძლიეს

0
4

საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სომხეთის ასაკობრივ გუნდთან რუსთავში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 5:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში, პირველი მატჩის მსგავსად სტუმრებმა გახსნეს. თუმცა, ჩვენმა ასაკობრივმა მობილიზება მალევე შეძლო და სტუმართა გოლიდან ზუსტად 4 წუთის რადიუსში ორი გოლი გაიტანა. თავი საბა გოგლიჩიძემ და დავით გოცირიძემ გამოიჩინეს.
პირველი ტაიმის ბოლოს, თემურ გოგნაძემ საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში, თავის გამოჩენა შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა – გიორგი ხაბულიანმა და ჯადული იობაშვილმა შეძლეს, რომლებმაც ასევე შეცვლაზე შემოსული – გიორგი ტაბატაძის და ლაშა კალანდაძის საგოლე გადაცემებით გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მიმდინარე წლის ივლისიდან 19-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს, საკვალიფიკაციო რაუნდში – ინგლისი, დანია და მონტენეგრო დაუპირისპირდებიან. მატჩები 21, 24 და 27 სექტემბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს დანია უმასპინძლებს. მატჩების ზუსტი განრიგი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მატჩის ოქმი – საქართველო 5:1 სომხეთი