ქეცბაია „ანორთოსისიდან“ მიდის

0
12

თემურ ქეცბაია ფამაგუსტა „ანორთოსისში“ გატარებული 3 წლის შემდეგ თანამდებობას ტოვებს. ქართველ მწვრთნელს კლუბის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ 7-კაციანი სამწვრთნელო შტაბიდან სამი უნდა გაეშვა, რასაც არ დათანხმდა.
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, მხარეები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, რის გამო ქეცბაია თავის თანაშემწე სოსო ჭედიასთან ერთად გუნდიდან წავა.
„ანორთოსისში“ რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელსაც კვიპროსულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, ქეცბაიამ, რომელიც „ანორთოსისის“ ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, შარშან ფამაგუსტელებს კვიპროსის თასი მოაგებინა.