ლევანდოვსკი: „მეტი ემოცია მინდა“

0
8

პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განმარტა თუ რატომ გადაწყვიტა მიუნხენის „ბაიერნიდან“ წასვლა.
„მივდივარ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში მეტი ემოცია მინდა. მიუნხენში ბოლომდე არ მომისმინეს. ჩემს შიგნით რაღაც მწყობრიდან გამოვიდა და ამის გადატანა შეუძლებელია. იმ შემთხვევაშიც თუ პროფესიონალი ხარ, ამის კომპენსირებას ვერ მოახერხებ“ – იუწყება 33 წლის ფეხბურთელის ნათქვამს 90 min.
ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წელს გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 374 მატჩში 343 გოლი გაიტანა. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.