ზურიკო დავითაშვილი: „ვეცდებით მაკედონიასთან უკეთესად ვითამაშოთ“

0
8

ზურიკო დავითაშვილის თქმით, საქართველოს ნაკრები ეცდება მაკედონიასთან კიდევ უფრო უკეთესად ითამაშოს, ვიდრე ბულგარეთთან. მან ამის შესახებ ერტა ლიგაში რაზგრადში ბალკანელებთან 5:2 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.|
ზურიკო დავითავილი: „პირველ ყოვლისა ამ გამარჯვებას გულშემატკივრებს ვულოცავ. რაც არ უნდა იყოს ანგარიში, მაინც რთული თამაში იყო. თავიდან სწრაფი გოლი გავიტანეთ და სასიხარულოა როდესაც გოლს იტან, მაგრამ პირველ ყოვლისა წინ გუნდის ინტერესი დგას. სასიამოვნოა, როდესაც ასეთი ანგარიშით იგებ და უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაც შეგვეძლო.
მთავარი მოგება იყო და ბულგარეთთან რევანში გვქონდა ასაღები, რადგან ამხანაგურ შეხვედრაში 1:4 დავმარცხდით. შემდეგ მატჩში ვეცდებით, რომ უფრო უკეთესად ვითამაშოთ – მაკედონია ვიცით ჩვენთვის რა მეტოქეა და რას წარმოადგენს“.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში ჩრდილოეთ მაკედონიას 9 ივნისს სკოპიეში შეხვდება.