უელსის მუნდიალზე 64-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა

0
8

უელსის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში მეორეედ გავიდა. ბრიტანელებმა პირველად მუნდიალზე 1958 წელს ითამაშეს, როდესაც 1/4-ფინალში ბრაზილიამ პელეს გოლით მოუგო.
მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ფინალში რობერტ პეიჯის გაწვრთნილმა უელსელებმა კარდიფში უკრაინა მიიღეს და მინიმალური ანგარიშით აჯობეს.
შეხვედრაში დაწინაურება თავდაპირველად უკრაინელებს შეეძლოთ, მაგრამ იარემჩუკმა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. 34-ე წუთზე მასპინძლების კაპიტანმა გარეთ ბეილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და უკრაინელთა კაპიტანმა იარმოლენკომ ნახტომში ბურთი თავით საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ პეტრაკოვის გუნდი საპასხუო ბურთის გატანას ბევრს ეცადა, მაგრამ უელსელთა მეკარე ჰენესიმ დიდებულად ითამაშა – მისი კარის ჩარჩოში მოხვედრილი 9 ბურთი მოიგერია. ისიც სათქმელია, რომ გოლის გაშვების შემდეგ, ალენმა თავის საჯარიმოში იარმოლენკო აშკარად წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. შეხვედრის მიწურულს „ნოტინგემ ფორესტის“ ფორვარდის ჯონსონის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. თავის მხრივ გატანა დოვბიკსაც შეეძლო, რომლის თავური ჰენესიმ გაანეიტრალა.
უელსი ყატარში ნოემბერ-დეკემბერში გასამართ