ზივზივაძე: “თუ ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ, სასურველ შედეგს მივაღწევთ”

0
10

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე ორი დღეა ქალაქ რაზგრადში იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში 28 ფეხბურთელის შემადგენლობით თამაშის მასპინძელ სტადიონზე, 4 ივნისს გამართა.
უკვე ცნობილია, რომ ბულგარეთთან განაცხადში არ იქნება გიორგი წიტაიშვილი. მიზეზი გიბრალტართან სათამაშო ეპიზოდში მიღებული დაზიანებაა. 21 წლის ფეხბურთელი ამ დროისთვის გუნდთან ერთად ბულგარეთში იმყოფება და მომდევნო მატჩებში მონაწილეობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): “გუნდში კარგი განწყობაა, რადგან მოვიგეთ პირველი შეხვედრა გიბრალტარის წინააღმდეგ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და ვფიქრობ, რომ დადებითად აისახება ხვალინდელ შეხვედრაზე. ბულგარეთი კარგი გუნდია, უხერხული მეტოქეა ჩვენთვის. რთულ თამაშს ველოდებით და ვფიქრობ, რომ, თუ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.”.
საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).
ბულგარეთის – საქართველოს მატჩი, 5 ივნისს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.