იტალიამ და გერმანიამ ქულები გაიყვეს

0
6

ერთა ლიგის A ლიგის მე-3 ჯგუფის პირველ ტურში ევრო-2020-ის გამარჯვებულმა იტალიამ გერმანიას უმასპინძლა. ბოლონიაში რენატო დალარას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრის 70-ე წუთზე გნონტომ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ პელეგრინის, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0. გერმანელებმა საპასუხო ბურთი სამ წუთში გაიტანეს და თავი კიმიხმა გამოიჩინა, რომელმაც ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა – 1:1. დარჩენილ დროში მეტი ბურთი არ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა იტალიამ, რომელიც მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდა, ბოლო 8 მატჩიდან 2 მოიგო.
გერმანელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა ფრედ დაასრულეს. მანამდე, ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ბუნდესნაკრებმა მიჯრით 8 მატჩი მოიგეს – 33 გოლი გაიტანეს და 2 გაუშვეს.
ფლიკი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში მესამე მწვრთნელია, რომელიც ხელმძღვანელობით ნაკრებმა საწყის 10 მატჩში არცერთი წაუგია. თავის დროზე, იმავე შედეგი ლეგენდარულმა მწვრთნელებმა ზეპ ჰერბერგერმა და იუპ დერვალმა აჩვენეს.
თომას მიულერი გერმანიის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-5 ადგილზეა გავიდა – 113. რეკორდსმენი ლოთარ მათეუსია 150 თამაშით.