რამაზ სვანაძე: “დაგეგმილი ყველაფერი შევასრულეთ”

0
5

საქართველოს 21 წლამე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა რუმინელ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩში (2:0) დამსახურებულად მოიგო და რაც დაგეგმილი ჰქონდა ყველაფერი შეასრულა.
რამაზ სვანაძე: “ბიჭებს მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან ამდენი მატჩის მოგება, თუნდაც ამხანაგურის, ადვილი არაა. რაც შეეხება თამაშს, რუმინეთი მართლაც კარგი გუნდია, და ძლიერი შემადგენლობით იყო ჩამოსული. რაღაც მომენტში გაგვიჭირდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რაც დაგეგმილი გვქონდა, ყველაფერი შევასრულეთ. იმედია, ასე გავაგრძელებთ”.
რუმინეთთან დუბლის შემსრულებელმა “თელავის” მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ თამაშის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„შედეგი რამ მოიტანა? ჯერ ჩვენ დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება, რაზეც მთელი ამ შეკრების დროს ვვარჯიშობდით. მიმაჩნია, რომ დამსახურებულად მოვიგეთ”.