ნიდერლანდების პირველი გამარჯვება ბელგიასთან 21-ე საუკუნეში

0
8

ნიდერლანდების ფეხბურთელთა ეროვნულლმა გუნდმა 21-ე საუკუნეში ბელგიის ნაკრები პირველად დაამარცხა. ერთა ლიგის A ლიგის მე-4 ჯგუფში რობერტო მარტინესის გაწვრთნილმა ბელგიელებმა ბრიუსელში ლუის ვან გაალის დამოძღვრილ ნიდერლანდებს უმასპინძლეს და 1:4 წააგეს.
ბელგიელებმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი უსუსტესი შეხვედრა ჩაატარეს და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში გასაკვირი არაა. მასპინძლებს ტრავმის გამო 27-ე წუთზე შეტევის ლიდერი რომელუ ლუკაკუ გამოაკლდათ. მე-40 წუთზე ბერგვინმა საჯარიმოს გარედან ძლიერი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1. 51-ე წუთზე ბერგუისის გადაცემის შემდეგ მემფის დეპაიმ მეტოქის საჯარმოში ბურთი მუხლით „ჩამოიღო“ დამიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 0:2. 61-ე წუთზე ვან დაიკმა თავისი ნახევრიდან  პასი დანი ბლინდს გაუკეთა, რომელმაც თავით ბურთი დაუგდო დუმფრისს, რომელმაც ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა – 0:3. 65-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ბლინდის გადაცემის შემდეგ დეპაიმ დუბლი მიითვალა. მან ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში 41 გოლი მიითვალა და საუკეთესო ბომბარდირების სიაში პატრიკ კლუვერტს გაასწრო, ხოლო პირველ ადგილზე მყოფმ რობინ ვან პერსის მიღწევამდე 9 ბურთი აკლია. ბელგიელებიდან პრესტიჟის გოლი ბაჩუაიმ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანა.
ერთა ლიგაში შეხვედრამდე ნიდერლანდებმა ბოლოს ბელგიას 1997 წლის სექტემბერში მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში აჯობეს. მას მერე ბელგიამ 2 თამაში მოიგო და 6 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
ვან გაალის მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ ნიდერლანდებს ზედიზედ 10 შეხვედრაა არ წაუგია.