დანიამ საფრანგეთთან ნავსი გატეხა

0
4

დანიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრებთან ნავსი გატეხა და ბოლო 20 წელიწადში პირველად მოუგო. ერთა ლიგის A ლიგის პირველ ჯგუფში დიდიე დეშამის გაწვრთნილი ფრანგები პარიზში დანიას შეხვდნენ, რომელსაც კასპერ ჰიულმანდი თავკაცობს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. დეშამმა შესვენებაზე კილიან მბაპე შეცვალა, რომელმაც მუხლის ტრავმა მიიღო. 51-ე წუთზე ქარიმ ბენზემა მეტოქის საჯარიმოში ორ მცველს გაცდა და ანგარიში გახსნა. მან 2022 წელს ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო, ხოლო ნაკრების მაისურით გამართულ 5 თამაშში თავი 6-ჯერ გამოიჩინა.
61-ე წუთზე ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო მასპინძლების მცველმა ვარანმა მოედანი დატოვა. 68-ე წუთზე დანიელმა კორნელიუსმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 88-ე წუთზე ის მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მცველთან ორთაბრძოლაში ზედა კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:2.
ერთა ლიგაში დაპირისპირებამდე საფრანგეთი ბოლოს დანიასთან 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 0:2 დამარცხდა.