საქართველოს ნაკრებს რაზგრადში 100-ზე მეტი ქომაგი გაამხნევებს

0
2

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებს ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში სტუმრად რაზგრადში ბულგარელებთან გასამართ შეხვედრაში მხარს ქართველი გულშემატკივრები დაუჭერენ. კერძოდ, ჩვენ გუნდს რაზგრადის სტადიონის ტრიბუნებიდან “ქართული სპორტის ქომაგები” და ბათუმის “დინამოს” ფანკლუბი “შავი ზღვის პირატები” გაამხნევებენ.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით დღეს დილით გავემგზავრეთ ბულგარეთისკენ, ხოლო იქედან ჩრდილოეთ მაკედონიაში გადავინაცვლებთ. „პირატები“ და “ქართული სპორტის ქომაგები”, ორივე გასვლით მატჩს ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ერთად, ვუქომაგებთ. მადლობა მათ, ვინც ეს შესაძლებლობა მოგვცა – ჩვენ კი ვეცდებით, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავი მარტოდ არც საზღვრებს გარეთ იგრძნოს. საქართველოსთვის – ერთად უფრო ძლიერები ვართ“- იუწყებიან “შავი ზღვის პირატები”.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, რამდენიმე საათის წინ ნაკრების ქომაგთა ერთმა ჯგუფმა უკვე გადაკვეთა თურქეთის საზღვარი და ბულგარეთში ავტობუსით გაემგზავრა.
ბათუმელი “პირატებისა” და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებით წარმოდგენილი ფანები ორივე გასვლით მატჩს დაესწრებიან.
რამდენიმე საათში ქომაგთა კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება ბულგარეთში.
5 ივნისს, საქართველოს ნაკრებს, რაზგრადის “ლუდოგორეცის” სტადიონზე 100-მდე ქომაგი დაუჭერს მხარს”- ნათქვამია “ქართული სპორტის ქომაგების” განცხდებაშ.