საბა ლობჟანიძე: “ჩვენი ამოცანა დიდი ანგარიშით გამარჯვება იყო”

0
8

ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში პორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გიბრალტართან (4:0) მოგებულ მატჩში 2 გოლის ავტორმა საბა ლობჟანიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ამოცანა დიდი ანგარიშით გამარჯვება იყო.
საბა ლობჟანიძე: “დიდი მადლობა მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო. ჩვენთვის ძალიან დიდი მუხტია, როცა ტრიბუნები სავსეა. კარგად ვითამაშეთ და ჩვენი ამოცანა იყო ბევრი გოლი გაგვეტანა. ამით არაფერი სრულდება და ვემზადებით შემდეგი სამი მატჩისთვის. „ფენერბაჰჩეში“ ტრანსფერი? ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან არაფერი ვიცი“.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს 5 ივნისს სტუმრად ბულგარეთთან ჩაატარებს.