მაკარიძეს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს

0
3

ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნებული „ალმერიას“ ხელმძღვანელებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძეს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს. მას ხელშეკრულება 2021-2022 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურა. მაკარიძემ „ალმერიაში“ ორი წელიწად გაატარა.
32 წლის ფეხბურთელმა განვლილ სეზონში სეგუნდაში ერთხელ ითამაშა, ხოლო ესპანეთის თასზე 3 შეხვედრა ჩაატარა. არადა, 2019-2020 წლების სეზონში ის გუნდის პირველი გოლკიპერი იყო და 33 მატჩი გამართა.