ლაკაზეტი „არსენალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის

0
7

ალექსანდრ ლაკაზეტი ლონდონის „არსენალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა, როდესაც 30 ივნისს კონტრაქტი ამოწურება. ამის შესახებ ლონდონელთა პრესსამსახური იუწყება.
„არსენალმა“ 2017 წელს ლაკაზეტი „ლიონიდან“ 53 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 206 მატჩში 71 გოლი გაიტანა. ის 2017-2018 და 2020-2021 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში „არსენალის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 31 წლის ლაკაზეტმა ლონდონელთა შემადგენლობაში თითოჯერ ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო. ლაკაზეტი კარიერას „ლიონში“ განაგრძობს.