კოლუმბიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
6

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, არგენტინელ სპეციალისტს ნესტორ ლორენსოსთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. მან რეინალდო რუედა შეცვალა, რომელმაც თანამდებობა აპრილში დატოვა, რადგან გუნდი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გაიყვანა.
ნესტორ ლორენსოს სამწვრთნელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ პერუს გუნდ „მელგარისთვის“ (2021-2022 წლების სეზონი) უთავაკაცია, ხოლო 2000 წლიდან მოყოლებული მხოლოდ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. სხვათა შორის, ის კოლუმბიის ნაკრების შტაბში 2012-2019 წლებში მუშაობდა.