„ჰერტას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
4

ბერლინის „ჰერტას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაირკვა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომავალ სეზონში ბერლინელებს სანდრო შვარცი უხელმძღვანელებს.
42 წლის გერმანელმა სპეციალისტმა „ჰერტასტან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. ის 2020-2022 წლებში მოსკოვის „დინამოში“ მუშაობდა, რომელიც გასულ სეზონში მე-3 ადგილზე გავიდა, ხოლო რუსეთის თასის ფინალში „სპარტაკთან“ (1:3) დამარცხდა.
„ჰერტამ“ 2021-2022 წლების სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში მე-16 ადგილი დაიკავა და პლეი-აუტში ორი მატჩის ჯამში „ჰამბურგს“ აჯობა, სადაც იჯარით საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გამოდიოდა.