ხულიო რიბასი: “შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ საინტერესო თამაში იყო”

0
35

ერთა ლიგის C ლიგის სტარტზე თბილისში საქართველოს ნაკრებთან 0:4 მარცხის მიუხედავად, გიბრალტარის ნაკრების თავკაც ხულიო რიბასს თამაში მოეწონა.
ხულიო რიბასი: “კმაყოფილი ვარ, რადგან საინტერესო თამაში გამოვიდა. საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და კარგად ითამაშა. ვინაიდან, ჯგუფის მეორე მატჩი ფრედ დასრულდა, თქვენთვის მომდევნო შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება. რა თქმა უნდა, რთულ თამაშს ველოდით, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან როგორც ვთქვი, საინტერესო თამაში იყო.
რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მეორე ტაიმში შედარებით უკეთ ვითამაშეთ. რევანში საქართველოსთან? ამაზე ფიქრი ნაადრევია, რადგან მანამდე სამი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ახლა მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ. საქართველოსთან რევანშზე ფიქრი ახლა ნამდვილად ნაადრევია.
საქართველოს ნაკრების მატჩები მარტში ვნახე და დაახლოებით ის თამაში ვიხილეთ მისგან, რასაც ველოდით. ჩვენ ყველა მატჩისთვის იმის მიხედვით ვემზადებით, ვინ არის ჩვენი მეტოქე. ჩრდილოეთ მაკედონია განსხვავებულად თამაშობს, ამიტომ, მათ წინააღმდეგ სხვანაირად მოვემზადებით, ვიდრე საქართველოსთან და სხვა იდეები გვაქვს”.