“დინამომ” ჩაკვეტაძესთან მოლაპარაკება დაიწყო

0
14

გიორგი ჩაკვეტაძე მოლაპარაკებას თბილისის “დინამოსთან” აწარმოებს. მან ამის შესახებ ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გიბრალტართან (4:0) მოგებული მატჩის მერე ისაუბრა, რომელშიც სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
გიორგი ჩაკვეტაძე: “სიმართლე გითხართ, არ ველოდი ძირითად შემადგენლობაში თამაშის დაწყებას, მაგრამ შანსი მომეცა და ვეცადე ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. რაც შეეხება შეხვედრას, ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, რაც მთავარია მოვიგეთ. პირველი და მეორე ტაიმი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
თბილისის “დინამოს” პრეზიდენტთან შეხვედრა მქონდა და მოლაპარაკება იყო, მაგრამ ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არაფერია და არ ვიცი, რა მოხდება”.
ჩაკვეტაძე, რომელიც ამჟამად 22 წლისაა, 2017 წელს ბელგიის “გენტში” 1,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ “დინამოდან” გადავიდა.