უკრაინამ მსოფლიო ჩემპიონატისკენ ნაბიჯი გადადგა

0
9

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გლაზგოში „ჰემპდენ პარკზე“ შოტლანდიას შეხვდა და 3:1 აჯობა.
ოლექსანდრ პეტრაკოვის გაწვრთნილი გუნდი ორი ტაიმის განმავლობაში თუ მეორე ნახევრის 15-წუთიან მონაკვეთს არ ჩავთვლით მეტოქეზე უკეთესო იყო და მოგება დაიმსახურა.
33-ე წუთზე რომან მალინოვსკის გრძელი და ზუსტი გადაცემის შემდეგ, ანდრეი იარმოლენკომ ბურთი მასპინძლების საჯარიმოში დაამუშავა და კარიდან გამოსულ კრეიგ გორდონს თავს ზემოთ გადაუგდო – 0:1.
49-ე წუთზე, ოლეგ კარავაევი შოტლანდიელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი რომან იარემჩუკს გაუკეთა, რომელმაც თავურით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა – 0:2.
79-ე წუთზე მაკგრეგორმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ოლეგ ზინჩენკო პასის მერე, „სქოთები“ მეკარესთან პირისპირ გასულმა არტემ დოვბიკმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
5 ივნისს გასამართ პლეი-ოფის ფინალში უკრაინა კარდიფში უელსს შეხვდება და გამარჯვები ყატარის მუნდიალზე გაემგზავრება.