„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოგბას და ლინგარდის წასვლა დაადასტურა

0
8

პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა. ინგლისურმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა, რომ 29 წლის ნახევარმცველი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება.
პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წელს ტურინის „იუვენტუსიდან“ 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა. მან მანჩესტერელებთან ერთად 2017 წელს ევროპა ლიგა და ინგლისის ლიგის თასი მოიგო.
პოგბამ ინგლისურ გრანდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 226 მატჩში 39 გოლი გაიტანა.
საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის მომგები შუახაზელის გარდა, “მანჩესტერი” ინგლისელ გარემარბ ჯესი ლინგარდსაც დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 8 წლიდან ირიცხებოდა, ხოლო პირველ გუნდში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა. 29 წლის ლინგარდმა ყველა ტურნირში გამართულ 232 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 35-ჯერ აიღო.