მამარდაშვილი შესაძლოა გატუზომ გაწვრთნას

0
37

„ვალენსია“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, შესაძლოა „მილანისა“ და „ნაპოლის“ ექსმწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ჩაიბაროს, იუწყება Sport.es.
ესპანურმა კლუბმა იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტი 2024 წლამდე შესთავაზა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეები სურვილი შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი სეზონი გაგრძელდეს.
გატუზო 2021 წლის მაისში სათავეში ფლორენციის „ფიორენტინას“ ჩაუდგა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებთან უთანხმოების გამო თანამდებობა იმავე წლის ივნისში დატოვა.
ამჟამადა, „ვალენსიას“ ესპანელი ხოსე ბორდალასი წვრთნის, რომლის თავკაცობით გუნდმა ლა ლიგაში 48 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო ესპანეთის თასის ფინალში „ბეტისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.
გატუზოს კარიერის განმავლობაში ზემოთ ნახსენები გუნდების გარდა, შვეიცარიის „სიონში“ და „პიზაში“ უმუშავია, ხოლო ბერძნულ კრეტას ოფი-ში გიორგი ლორიას და გიორგი მერებავილის მწვრთნელი იყო.