ხულიო რიბასი: „საქართველოს ნაკრები ძალიან განვითარდა“

0
11

გიბრალტარის მთავარი მწვრთნელის ხულიო რიბასისთვის მთავარია, რომ ერთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშებაში მისი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა საჭირო გამოცდილება მიიღონ და მაქსიმალურად განვითარდნენ. მან ამის შესახებ 2 ივნისს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებტან დაპირისპირებამდე განაცხადა.
ხულიო რიბასი: „ამ ჯგუფის რამდენიმე თამაშში შედეგების დაგეგმვა ძალიან რთულია. ამ შეხვედრას ისე ვუყურებთ, როგორც რთულ თამაშს და ყველა მატჩი ასეთი გველოდება. ყველაფერს დეტალურად ალბათ ბოლო მატჩის შემდეგ შევაფასებთ. მთავარია, ჩემმა ფეხბურთელებმა საჭირო გამოცდილება მიიღონ.
საქართველოს, როგორც საფეხბურთო ქვეყანას, დიდი ისტორია აქვს. ჩვენს გუნდებს შორის გამართული ბოლო შეხვედრების შემდეგ თქვენი ნაკრები ძალიან განვითარდა. ჩვენი გუნდის ძირითად ბირთვს ახალგაზრდა ფეხბურთელები შეადგენენ და მიზნად მათი მაქსიმალური განვითარება გვაქვს დასახული. თუმცა ზოგიერთი ფეხბურთელი იმ შემადგენლობიდანაც გვყავს, რომლითაც ბოლოს თქვენს ნაკრებს ვეთამაშეთ.
ჩვენ გაცილებით მწირი რესურსი გვაქვს, ქართველი ფეხბურთელები კი ევროპის სხვადასხვა ლიგებში თამაშობენ. საქართველოს ჩემპიონატიც საკმაოდ კარგი დონისაა. ჩვენ კი გვსურს, მაქსიმალურად საუკეთესო გუნდებს დავუპირისპირდეთ, რათა განვითარება და ახალგაზრდების პროგრესი შევძლოთ”.
ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის პირველი მატჩი საქართველოს და გიბრალტარს შორის თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.