ისკო „რომას“ შესთავაზეს

0
7

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა ისკომ შესაძლოა კარეირა იტალიის ჩემპიონატში განაგრძოს.
SportItalia-ს ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი „რომას“ მისმა აგენტმა ჟორჯე მენდეშმა შესთავაზოს. ტრანსფერი რეალურია, რადგან სომეხი ნახევარმცველი გენრიხ მხითარიანი „რომადან“ მილანის „ინტერში“ გადადის.
30 წლის ისკოს „რეალთან“ კონტრაქტი 2021-2022 წლების სეზონის ბოლოს დაუმთავრდა. ის „რეალში“ 2013 წელს „მალაგადან“ გადავიდა და მადრიდელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 353 მატჩში 53 გოლი გაიტანა, პლუს 56 საგოლე პასი გააკეთა. მან მადრიდელებთან ერთად 19 ტიტული მოიგო, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, ხოლო 3-ჯერ ესპანეთის ლა ლიგაში.
„რომას“ გარდა ისკოს შეძენა ფლორენციის „ფიორენტინასაც“ სურს.