საბა ლობჟანიძე: “ქომაგების მხარდაჭერის იმედი გვაქვს”

0
14

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკვე ორი დღეა ერთა ლიგის პირველი მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. გიბრალტართან მატჩამდე ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა. 1 ივნისს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ დინამო არენაზე ივარჯიშებს. ჩვენი გუნდის საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გიბრალტარის ნაკრების ვარჯიშია დაგეგმილია.
საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დასრულების  შემდეგ ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა საბა ლობჟანიძემ და ბუდუ ზივზივაძემ ერთა ლიგის სადებიუტო მატჩის შესახებ ისაუბრეს.
საბა ლობჟანიძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): “ერთი კვირაა შეკრებაზე ვართ, რაც ძალიან კარგია შეთამაშებისთვის. ისიც კარგია, რომ თბილისში ვბრუნდებით სანაკრებო პაუზის დასკვნითი მატჩის ჩასატარებლად და გულშემატკივრების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს.
ვემზადებით გიბრალტართან მატჩისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებელია, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ გოლს გავიტანთ, უკეთესი იქნება ჩვენი თავდაჯერებისთვის. ასეთი კალენდარი ნებისმიერი გუნდისთვის საკმაოდ რთულია, თუმცა, ამავდროულად, გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ვართ შეკრებაზე 29 ფეხბურთელი და სასიხარულოა, რომ მწვრთნელებს დიდი არჩევანი აქვთ სხვადასხვა პოზიციაზე”.
ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ეროვნულის ნაკრების წევრი): “ოთხი თამაში გვაქვს 10 დღეში და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყოთ. ერთა ლიგის ახალ სეზონს გიბრალტართან მატჩით ვიწყებთ და გვმართებს, რომ გავიმარჯვოთ. ეს თავდაჯერებისთვის კარგი იქნება და მომდევნო თამაშებშიც დაგვეხმარება”.
საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო);
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).
საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00
5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45
9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45
12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00
23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00
26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45