შენგელია იტალიის სერია A-ს ფინალს მიუახლოვდა

0
7

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში ტორტონას მე-2 მატჩიც მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ბოლონიელებმა სასტარტო მეოთხედი 20:26 კი წააგეს, თუმცა, შემდეგ მათი უპირატესობა აშკარა იყო და მეტოქეს დამაჯერებელი სხვაობით სძლიეს – 91:70.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ 23 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა.
თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.
შენგელიას მოედანზე ყოფნის პერიოდში ვირტუსმა მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, მასპინძელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი 31 მაისს უკვე ტორტონაში გაიმართება და თუკი ვირტუსმა ისიც მოიგო, ფინალის საგზურს ნადრევად მოიპოვებს.