პერიშიჩი კარიერას „ტოტენჰემში“ განაგრძობს

0
2

ხორვატიის ეროვნული ნაკრების გარემარბი ივან პერიშიჩი კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ განაგრძობს. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პერიშიჩმა ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორა. მას „ტოტენჰემი“ უახლოეს ხანში წარადგენს. ხორვატის ხელფასი „დეზებში“ წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება.
33 წლის პერიშიჩს, რომელიც „ინტერში“ 2015 წლიდან გამოდიოდა, სეზონის ბოლოს იტალიელებთან კონტრაქტი ამოეწურა და კლუბის შეცვლა გადაწყვიტა. მან 2021-2022 წლების სეზონში „ინტერში“ ყველა ტურნირში ჩატარებულ 49 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
საერთო ჯამში, ხორვატმა აპენინებზე გატარებულ პერიოდში მილანელთა ღირსება 254-ჯერ დაიცვა და მეტოქეთა კარი 55-ჯერ აიღო.