ბენზემა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

0
8

უეფამ ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
განვლილ სეზონში მადრიდის „რეალის“ ფრანგმა ფორვარდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ჩატარებულ 12 მატჩში 15 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პსჟ-სთან ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა, „ჩელსის“ კარში – 4, ხოლო „მანჩესტერ სიტისთან“ თავი 3-ჯერ გამოიჩინა. უეფას ტექნიკურმა დამკვირვებლებმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 34 წლის ფორვარდი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ „რეალის“ გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი აღიარეს. მან 13 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა. ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულთან“ (1:0) დაპირისპირებაში გამარჯვების გოლი მიითვალა.