მაკარიძის გუნდი ლა ლიგაში დაბრუნდა

0
3

„ალმერია“, რომელშიც გიორგი მაკარიძე გამოდის, 2014-2015 წლების სეზონის შემდეგ პირველად ლა ლიგაში ითამაშებს.
სეგუნდა დივიზიონის ბოლო ტურში „ალმერია“ სტუმრად „ლეგანესს“ დაუზავდა და 81 ქულა დააგროვა. ამდენივე ქულა აქვს „ვალიადოლიდს“, რომელსაც ალმერიელებმა გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით აჯობეს. „ვალიდოლიდი“ მეორე ადგილზე გასვლის მიუხედავად მომავალ სეზონში ასევე ლა ლიგაში იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის მეკარემ განვლილ სეზონში სეგუნდაში ერთხელ ითამაშა, ხოლო ესპანეთის თასზე 3 შეხვედრა ჩაატარა. არადა, 2019-2020 წლების სეზონში ის გუნდის პირველი გოლკიპერი იყო და 33 მატჩი გამართა.