მოდრიჩმა „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
5

ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალში“ მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი დარჩება. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის ტვიტერის გვერდზე წერს.
ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა „რეალთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე ორი თვის წინ შეთანხმდნენ, ხოლო ამჯერად ყველა საჭირო დოკუმენტზე თავისი ხელმოწერა დასვეს.
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მოდრიჩის ხელფასი იმავე დარჩება. სხვათა შორის, ხორვატი თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე კლუბის ხელმძღვანელებთან ერთი შეხვედრის მერე დათანხმდა. მოდრიჩი „რეალში“ 2012 წელს „ტოტენჰემიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირჩი ჩატარებულ 436 მატჩში 31 გოლი გაიტანა. მან მადრიდელებთან ერთად 20 ტიტული მოიგო.