მარსელო „რეალიდან“ საკლუბო რეკორდით წავიდა

0
5

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ, ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა მარსელომ მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შესახებ განაცხადა.
„რეალში“ ჩემი ბოლო თამაში ჩავატარე და ყოველივეს ასე დასრულება უდიდესი სიხარულია“ – თქვა 34 წლის ფეხბურთელმა, რომელიც „სამეფო კლუბში“ 18 წლის ასაკიდან გამოდიოდა,
მან „რეალთან“ ერთად 25 ტიტული მოიპოვა, რაც ესპანური გრანდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ბრაზილიელმა ლეგენდარული ფრანსისკო ჰენტოს მიღწევა გააუმჯობესა.
მარსელომ ესპანეთის ლა ლიგა 6-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო.