კურტუა: „რეალმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპის მეფეა“

0
3

„რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულტან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მადრიდელები ევროპის მეფეები არიან.
„მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ გავიმარჯვებდით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთმ, რომ „რეალი“ ევროპის მეფეა. გულწრფელად გეტყვით არ მჯერა, რომ სალაჰის დარტყმული ბურთი მოვიგერიე.
ამ სეზონში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. პირველი მოგერიება კონცენტრირებაში ხელს გიწყობს. ჯერ მანეს დარტყმული მოვიგერიე, შემდეგ – სალაჰის. დღეს, ჩემს სურვილს, რომ ჩემპიონთა ლიგა მომეგო ვერავინ აღუდგებოდა“ – იუწყება უეფას ვებგვერდი ბელგიელი მეკარის ნათქვამს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო.