კარლო ანჩელოტი: „ჩვენს მოთამაშეებს გამარჯვებაში ეჭვი ერთი წუთით არ შეპარვიათ“

0
6

მადრიდი „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თქმით, მისი გუნდის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულთან“ (1:0) გამარჯვებაში ეჭვი ერთი წუთით არ შეპარვიათ.„მე კონცენტრირებული საუცხოო ატმოსფეროს შექმნაზე ვიყავი. სინამდვილეში ეს ძალიან რთულია, რადგან ზოგჯერ გასახდელში კონფლიქტები გაქვს. თუმცა, ამ გუნდის გაწვრთნა ძალიან ადვილია. უცნაური იყო, რომ მატჩის დაწყება შეყოვნდა, მაგრამ ამის მიუხედავად მოთამაშეებში ნერვიულობა არ შემიმჩნევია. ყველა მშვიდად იყო. მათ უდიდესი თავდაჯერება ჰქონდათ.
ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება დავიმსახურეთ. არასოდეს ვნებდებით. „ლივერპულის“ თავდამსხმელები მუდმივად ცდილობდნენ ჩვენი მცველების ზურგსუკან შერბენას, მაგრამ უკანა დაცვის ხაზმა საუცხოოდ ითამაშა. მეორე ტაიმში თამაშის სცენარი შეიცვალა. „ლივერპული“ ზღაპრული გუნდია, რომელსაც მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. თუმცა, ჩვენ გვაქვს ისტორია და მშვენიერი გულშემატკივრები გვყავს, რომლებიც ამ კლუბს ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.
ჩემთვის ამის დაჯერება რთულია. რთული მატჩი იყო, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ საერთო ჯამში ყველა შეხვედრის გათვალისწინებით, რომელიც ტურნირში ჩავატარეთ, დამსახურებულად მოვიგეთ. ჩვენს მოთამაშეებს გამარჯვებაში ეჭვი ერთი წუთით არ შეპარვიათ. ბურთს ვაკონტროლებდით და ტაქტიკურად ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. ახლა არ ვფიქრობ ჯილდოებზე, რომლებიც მანამდე მოვიგე. კურტუას ვუთხარი, რომ მან ჩვენთვის ფინალი მოიგო. კურტუამ ეს ტიტული დაიმსახურა“ – იუწყება უეფას ვებგვერდი იტალიელი სპეციალიტი ნათქვამ, რომელიც ერთადერთი, ვინც თავის გაწვრთნილს გუნდებს ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოაგებინა.