თემურ ქეცბაია: „ჩაკვეტაძეს სიამოვნებით წავიყვან თუ წამოვა“

0
7

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის დამატება სურს. მან ამის შესახებ გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
„ჩაკვეტაძეს სიმოვნებით წავიყვან თუ წამოვა“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული გუნდის ექსთავკაცმა.
ჩაკვეტაძემ 2021-2022 წლების სეზონის პირველი ნახევარი ბელგიის „გენტში“ ჩაატარა, სადაც ყველა ტურნირში 14-ჯერ (6-ჯერ სასტარტოში) ითამაშა. ის ზამთარში გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „ჰამბურგში“ გაანათხოვრეს, რომლის შემადგენლობაში 10-ჯერ იასპარეზა და 1 გოლი გაიტანა.