შენგელია მოედანს 11 ქულით დაუბრუნდა

0
4

იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ტორტონას“ უმასპინძლა და 77:73 გაიმარჯვა. ეს გახლდათ სერიის (სამ მოგებამდეა) პირველი მატჩი, რომლის მოგებაც ვირტუსელებს ძალიან გაუჭირდათ. თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის მთავარი ის არის, რომ 15 მაისს მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა შენგელია.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა იტალიის პირველობის მეოთხედფინალში კოჭი იტკინა და ორი კვირა დაისვენა. 1/2 ფინალში კი სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა და გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.„ტორტონასთან“ მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 26 წუთი, 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი.
„ვირტუსის“ მეტოქემ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. წუთნახევრით ადრე „ტორტონა“ 3 ქულით იგებდა, თუმცა მეოთხე პერიოდში შეუჩერებელი იყო გამოცდილი მარკო ბელინელი, რომელმაც ბოლო ათწუთეულში 19 ქულა ჩააგდო და თამაშის შემოტრიალებაში დიდი წვლილი შეიტანა. საბოლოოდ მარკომ 25 ქულა მოაგროვა.
„ვირტუსი“ „ტორტონას“ სერიის მეორე მატჩში 29 მაისს დაუპირისპირდება.