ყაზაიშვილის მეხუთე გოლი სეზონში

0
3

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში თავისი მესამე გოლი გაიტანა. „ულსანი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის მე-15 ტურში სტუმრად „სუვონს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. მასპინძლებმა ანგარიში 42-ე წუთზე გახსნეს, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ყაზაიშვილმა 55-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა – მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილმა ბურთი ერთი შეხებით მიიღო და მეორეთი შორეულ „ცხრიანში“ აუღებლად დაარტყა. სტუმრებმა „სუვონის“ კარი მეორედ მე-60 წუთზე აიღეს. ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ყაზაიშვილმა წელს სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო, ხოლო აზიის ჩემპიონთა ლიგაში – 2-ჯერ. „ულსანი“ 36 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.