ნიკა კვეკვესკირი: “მიზნად პლეი-ოფში გასვლას ვისახავთ”

0
11

საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელი შეკრების დაწყებიდან მეოთხე დღეს სავარჯიშო პროცესში 28 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 26 ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა. ინდივიდუალური პროგრამით ემზადება სოლომონ კვერკველია და მამუკა კობახიძე. საწვრთნელი პროცესი კვლავ ვაკო ყაზაიშვილის გარეშე მიმდინარეობს. სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი საკლუბო მატჩის შემდეგ, თბილისში 29 მაისს ჩამოვა.
დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა უეფას ერთა ლიგის ახალ ფორმატზე და ივნისის მატჩებზე ისაუბრა.
ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი): “სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში პირველად არის მატჩები ასე ერთმანეთს მიწყობილი. ფაქტობრივად არ გვაქვს დრო აღდგენისთვის.
მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ეტაპი, რათა კარგად მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ფეხბურთელია შეკრებაზე. 10 დღეში მოგვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და შეუძლებელია ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელის და ოპტიმალური როტაციის გარეშე წარმატების მიღწევა.
ერთა ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფურმა ეტაპმა გულშემატკივრებს შორის დიდი იმედები გააჩინა და ამ გათამაშების დაწყებამდეც იგივე მიზანს ვისახავთ, რომ მივაღწიოთ წარმატებას და გავიდეთ პლეი-ოფში.
იმედი მაქვს, მეტი დანაკლისი არ გვექნება, რადგან თითოეულ ფეხბურთელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მთავარი მათი ფიზიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობაა”.


საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის 

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45