ლევან ხარაბაძე 21-წლამდელებს რუმინეთთან სპარინგში ვერ დაეხმარება

0
4

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ახალგაზრდული ნაკრები, 3 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდება.
რუმინელებთან მატჩისთვის, 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ოთხი მოთამაშე – ლუკა ხარატიშვილილაშა კვარაცხელიაშაკო ოგბაიძე და ლევან ოსიყმაშვილი ახალგაზრდული ნაკრებში პირველად არიან გამოძახებული.
ტრავმის გამო, ახალგაზრდულ ნაკრებს რუმინეთთან მატჩში დინამო თბილისის მოთამაშე – ლევან ხარაბაძე ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 21-წლამდელების შეკრებას ბოლნისის სიონის ნახევარმცველი – ლუკა ხორხელი შეუერთდება.
გორში გასამართი ამხანაგური შეხვედრა, 21:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრება თავისუფლია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის Youtube-ს არხი შემოგთავაზებთ.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: მატჩზე დასასწრები აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 2 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე – media@gff.ge, მოგვწეროთ სახელი, გვარი და მედია-ორგანიზაციის დასახელება.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).
მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლაშა კვარაცხელია (დაუგავპილსი, ლატვია), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), შაკო ოგბაიძე (ვიქტორია ბერლინი, გერმანია), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (რაკოვი, პოლონეთი).
თავდასხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი).
ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი, 2021 წლის სექტემბერში გაიმართა. ქალაქ ვოლუნტარიში ჩატარებული შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. იანის სტოიცას გოლს, 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა და მახვილი კუთხიდან, ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.