იურგენ კლოპი: „ფინალში ფავორიტი ვინაა არ ვიცი“

0
4

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა არ იცის თუ ვინაა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტი. მან ამის შესახებ დღეს პარიზში სტადიონ „სტად დე ფრანსზე“ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებამდე განაცხადა.
„რეალი“ ევროპაში ყველაზე ტიტულიანი კლუბია. ამ გუნდის ზოგიერთ მოთამაშეს ჩემპიონთა ლიგის მოგება მეხუთედ შეუძლია, ხოლო მწვრთნელს – მეოთხედ. ჩვენ ამ გამოცდილებას ვერ ვიყიდით, მაგრამ ბოლო ხუთ წელიწადში ფინალში სამჯერ გავედით, რაც საუცხოოა. მოგება დიდი მიღწევა იქნება. თუ ფეხბურთში ერკვევით უნდა გესმოდეთ, რომ უკვე ბევს მივაღწიეთ, რითაც ძალიან ვამაყობ.
ფინალში ფავორიტი ვინაა არ ვიცი. მე ფავორიტად „რეალს“ დავასახელებდი ამ გუნდის გამოცდილების გამო, მაგრამ მსურს, რომ ჩვენ ერთ დონეზე ვიყოთ. ჩვენს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, როდესაც საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაჩვენებთ. ისე უნდა გავაკეთო, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და ახლა სხვა არაფერი მაღელვებს.
მო სალაჰისთვის მომავალი მატჩი განსაკუთრებულია. ჩვენ ყველას მოტივაციას სხვადასხვა რამ გვაძლევს. ეს სავსებით ნირმალურია და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს.
2018 წლის ფინალი სალაჰის ერთადერთი მოტივაცია არაა, მაგრამ ნირმალურია, რომ მასს ყველაფრის გამოსწორება სურს. ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ“ – იუწყება კლოპის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.