ენდრიუ რობერტსონი: „სეზონის მაღალ ნოტზე დასრულება გვსურს“

0
5

„ლივერპულის“ მცველმა ენდრი რობერტსონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან ერთად სეზონის მაღალ ნოტზე დასრულება სურს.
„2018 წელს კიევში განცდილი მარცხი დავიწყებულია, რადგან ერთი წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ის შეხვედრა ჩვენთვის უკვე შორეული წარსულია. მართალია, „რეალი“ გვიპირისპირდება, მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვსურს. იმედია, რომ ფინალის შემდეგ ჩვენ ვიზეიმებთ.
ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ. გუნდში ტრავმები და პრობლემები იყო, მაგრამ ახლა ბიჭები მზად არიან და თავდაჯერებაც არ აკლიათ. ჩვენ სეზონის მაღალ ნოტზე დასრულება გვსურს, მაგრამ „რეალსაც“ იმავე მიზანი აქვს. მადრიდელებმა ფანტასტიკური სეზონი ჩაატარეს და ჩემპიონთა ლიგაში დაუჯერებელი მატჩები ითამაშეს. მათი ყურება ერთი სიამოვნება იყო“ – იუწყება რობერტსონის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„ლივერპული“ – „რეალის“ დაპირისპირება პარიზში სტადიონ „სტად დე ფრანსზე“ დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.