ბერიძე კარიერას თურქეთში განაგრძობს

0
5

გიორგი ბერიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს. საქართველოს ნაკრების 25 წლის თავდამსხმელმა 2+1 სისტემით კონტრაქტი „ანკარაგუჯუსთან“ გააფორმა, რომელიც სუპერლიგაში წელს დაბრუნდა. ბერიძე ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან უნგრეთის „უიპეშტთან“ ხელშეკრულება ამოეწურა.
მან „უიპეშტის“ შემადგენლობაში ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 42 მატჩში 18 გოლი გაიტანა. ბერიძემ განვლილ ორ წელიწადში უნგრეთის თასზე 7-ჯერ ითამაშა და მეტოქთა კარი 9-ჯერ აიღო. გიორგიმ „უიპეშტთან“ ერთად 2020-2021 წლების სეზონში უნგრეთის თასი მოიგო.
სხვათა შორის, „ანკარაგიუჯუში“ საბა ლობჟანიძე გამოდიოდა, რომელიც ამჯერად „ჰათაისფორში“ ირიცხება.