არჩილ ბერიძე: „ჯანომ მოულოდნელად სხვა ტრავმა მიიღო და კარიერა დაასრულა“

0
4

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ sport-express.ru-სთან ინტერვიუში ისაუბრა თუ რატომ გადაწყვიტა ჯანო ანანიძემ კარიერის 29 წლის ასაკში დასრულება.
– როგორ შეხვდით ჯანო ანანიძის გადაწყვეტილებას 29 წლის ასაკში სეზონის მსვლელობისას კარიერა დასრულების თაობაზე?
– კოვიდის გადატანის შემდეგ ბოლო პერიოდში ჯანო ძალიან კარგად ვარჯიშობდა და უკვე კარგ სათამაშო ფორმაში იყო, მაგრამ წყეულმა ტრავმებმა თავი ისევ შეახენა და თამაშის საშუალება არ მისცა. ჩემთვის ძალიან საწყენია. მადლობელი ვართ ჯანოსი, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა და ყოველთვის ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი იქნება. ახლა ის თბილისშია, მაგრამ აუცილებლად დაველაპარაკებით იმის შესახებ თუ მომავალში რას გააკეთებს და გვსურს დავეხმაროთ.
– თქვენ ხომ იცოდით, რომ ტრავმირებულ ფეხბურთელს იმატებდით?
– დიახ, მაგრამ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე მას იმდენად ენდობოდა, რომ ასეთ რისკზე წავიდა. ჯანომ 8 მატჩი ჩაატარა და სასტარტოში ერთხელ მოხვდა.
– ის ხომ „როტორიდან“ თავად წავიდა და განაცხადა, რომ ჯანმრთელობა თამაშის საშუალებას არ აძლევს. მახსოვს, რომ ვოლგოგრადში მისი დიდსულოვნება გაუკვირდათ, რადგან შეეძლო ხელფასი მშვიდად აეღო და ემკურნალა..
– დიახ, თუმცა შემდეგ ჯანომ ოპერაცია გაიკეთა და ისე ჩანდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მოაგვარა. თუმცა, მოულოდნელად სხვა ტრავმა მიიღო და ამის გამო, კარიერის დასრულება გადაწყვიტა.